აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
„აშშ იშლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით საფრთხისგან დაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მკვეთრი ეროზია მიმდინარეობს. ამის შეჩერება მხოლოდ სიძლიერესა და ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია“, - წერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპს კონკრეტულად ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმა არ უხსენებია, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) ამერიკელების დასაცავად „თავიანთი საქმე არ გაუკეთებიათ“.
„ახლავე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) უნდა ჩაერიოს, სანამ გვიანი არ არის. 20 იანვარს შევხვდებით. MAGA!“ - წერს დონალდ ტრამპი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |