19
02 იანვარი 2025, 12:56
გავრცელებული ინფორმაციით, ღამის კლუბ „ამაზურში“, რომელიც ქვინსში მდებარეობს, შევარდა მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც მიიმალა. დაწყებულია გამოძიება. ნიუ-იორკის პოლიცია დამნაშავეს ეძებს.
მოტივი უცნობია, თუმცა სამართალდამცავები ამ ფაქტს ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ, სადაც სატვირთო მანქანა დიდი სიჩქარით შევარდა ხალხში. დაშავებულია 35 ადამიანი, 15 კი დაიღუპა.
გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) განაცხადეს, რომ ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს იძიებენ, როგორც ტერორისტულ აქტს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |