44
02 იანვარი 2025, 11:41
პოლიციამ 159 დააკავა. ბრიუსელში 1700-ზე მეტი მსგავსი ინციდენტი დაფიქსირდა.
მსგავსი ფაქტების უდიდესი ნაწილი ბრიუსელის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში მოხდა, მათ შორის ქალაქგარე რაიონ მოლენბეკში და ანდერლეხტში.
დამწვარია მინიმუმ 60 ავტომობილი. პოლიციელებს შორის დაშავებულები არ არიან.
„ეს იყო ნამდვილი სიგიჟე. ჩვენ იქ ვიყავით იმისთვის, რომ დახმარება გაგვეწია, ჩვენ კი „მოლოტოვის კოქტეილებს“ გვესროდნენ“, - განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა ვოლტერ დერიუვმა.
მსგავსი ფაქტები ანტვერპენშიც მოხდა, სადაც 49 ადამიანია დაკავებული.
არეულობა ბრიუსელში მიღებული შესაბამისი ზომებისა და აკრძალვების მიუხედავად მაინც მოხდა. მაგალითად, ანდერლეხტში მოქმედებდა კომენდანტის საათი 16 წლამდე პირებისთვის, მობილიზებული იყო პოლიციელთა ჯგუფები.
არეულობა ახალი წლის ღამეს ყოველწლიური მოვლენაა ბელგიაში. 2023 წელს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 2022 წელს კი - 160.
„სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი მოვლენა ხდება“, - აღნიშნა დერიუვმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |