გერმანიის შს მინისტრი - გაძლიერებული საპოლიციო ძალების მობილიზება და დროული ზომები არის სწორი გზა ძალადობის გამომწვევთა წინააღმდეგ, ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 02 იანვარი 2025, 00:24

გერმანიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების გამო მომხდარ ინციდენტებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერი ეხმაურება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მინისტრმა დაშავებულ პოლიციელებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება და გასამართლდება. მან ასევე, შეაქო საგანგებო სამსახურების მუშაობა და აღნიშნა, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალების მობილიზება და დროული და თანმიმდევრული ზომების მიღება არის სწორი გზა ძალადობისა და არეულობის გამომწვევთა წინააღმდეგ.

„თუმცა, მხოლოდ ბერლინში განხორციელებული მრავალრიცხოვანი დაკავებები და პოლიციელებზე განმეორებითი თავდასხმები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მკაცრი ზომები აბსოლუტურად აუცილებელი იყო“, – განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს გერმანიაში პიროტექნიკისგან შემთხვევით მიღებული დაზიანებით ქვეყნის მასშტაბით ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ათობით ადამიანი სასწრაფო დახმარების თანამშრომელია. გერმანიის მთავრობამ დაგმო ახალი წლის ღამეს მომხდარი ინციდენტების სერია, რომლის დროსაც პოლიციელებსა და მეხანძრეებს პიროტექნიკის გამოყენებით თავს დაესხნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი