ირაკლი კობახიძე - 2024 წელს გამარჯვებები ყველაზე უკეთ სპორტულ წარმატებებში გამოიხატა, რაც შეგვახსენებს, რამდენად ძლიერია ქართული გენი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 01 იანვარი 2025, 01:37

2024 წელი იყო გამარჯვებებით სავსე წელიწადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, 2024 წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობისთვის.

„2024 წელი იყო გამარჯვებებით სავსე წელიწადი. ჩვენი გამარჯვებები ყველაზე უკეთ სპორტულ წარმატებებში გამოიხატა. პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც დაუვიწყარი დღეები გვაჩუქა. ასეთივე წარმატებას მიაღწიეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს ქართველმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები გვაჩუქეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მორაგბეებმა, წყალბურთელებმა, ხელბურთელებმა. 2024 წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობისთვის. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად ძლიერია ქართული გენი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა უფრო მკაცრი სასჯელი მოითხოვა მათთვის, ვინც თავს დაესხმება პოლიციელებს, პარამედიკოსებს ან ექიმებს
გურამ მაჭარაშვილი - პოდოლიაკს საქართველოზე ლაპარაკის ნაცვლად ურჩევნია, თავის პრეზიდენტს მიმართოს, რომელმაც პოზიცია შეიცვალა და ტრამპს ეხვეწება, როგორმე უკრაინაში ომი დაასრულოს
მიხეილ ყაველაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო თანაგრძნობას ვუცხადებ ღირსეული ქართველის ოჯახსა და ახლობლებს
მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს
გუგა ქაშიბაძე - ახალი წლის ღამეს დამწვრობის ცენტრში ათამდე პაციენტი მივიღეთ, აქედან სამი ბავშვი იყო, საბედნიეროდ, სერიოზული შემთხვევები არ დაფიქსირებულა
არქივი