პრემიერი: საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა, მადლობა ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამშობლოს წარმატებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 01 იანვარი 2025, 00:26

საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა, - ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.

პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ სამშობლოს წარმატებაში.

„საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა.მადლობა პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ექიმებს, გლეხებს, ფერმერებს, მუშებს, მეწარმეებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამშობლოს წარმატებაში.ახალ წელს გილოცავთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც უამრავი სირთულის მიუხედავად, დღემდე მოიტანეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და წარმატება.ახალ წელს გილოცავთ ახალგაზრდებს, რომლებმაც თქვენი განათლებითა და პატრიოტიზმით უნდა შექმნათ საქართველოს ნათელი, წარმატებული, ევროპული მომავალი.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს. თითოეულ თქვენგანზე განსაკუთრებულად არის დამოკიდებული ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და ძლიერება. მადლობა თქვენი ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის სამშობლოს წინაშე“, - აღნიშნავს პრემიერი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა უფრო მკაცრი სასჯელი მოითხოვა მათთვის, ვინც თავს დაესხმება პოლიციელებს, პარამედიკოსებს ან ექიმებს
გურამ მაჭარაშვილი - პოდოლიაკს საქართველოზე ლაპარაკის ნაცვლად ურჩევნია, თავის პრეზიდენტს მიმართოს, რომელმაც პოზიცია შეიცვალა და ტრამპს ეხვეწება, როგორმე უკრაინაში ომი დაასრულოს
მიხეილ ყაველაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო თანაგრძნობას ვუცხადებ ღირსეული ქართველის ოჯახსა და ახლობლებს
მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს
გუგა ქაშიბაძე - ახალი წლის ღამეს დამწვრობის ცენტრში ათამდე პაციენტი მივიღეთ, აქედან სამი ბავშვი იყო, საბედნიეროდ, სერიოზული შემთხვევები არ დაფიქსირებულა
არქივი