29
31 დეკემბერი 2024, 01:04
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელიც ადგილობრივების განმარტებით სწრაფად მოძრაობდა, გზაზე მდგომ 15 და 16 წლის მოზარდებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი მოზარდი ადგილზე, ხოლო მეორე კლინიკაში გადაყვანის დროს დაიღუპა.
შემთხვევის შემდეგ დაპირისპირება მოხდა ავტომობილის მძღოლს, ავტომანქანაში მჯდომ ადამიანებსა და ადგილობრივებს შორის. ადგილობრივები შემთხვევის ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარების ექიმებსაც დაუპირისპირდნენ, ამოატრიალეს მათი ავტომობილი და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |