აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 31 დეკემბერი 2024, 01:03

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

დონალდ ტრამპმა 2023 წელს გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა, რომელიც მას ხუთი მილიონი დოლარის გადახდას აკისრებს, თუმცა აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა განაჩენი, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპმა მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლზე 1996 წელს სექსუალურად იძალადა, ძალაში დატოვა და ახალი სასამართლო პროცესის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მოსამართლემ უამრავი შეცდომა დაუშვა. გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპის პრესსპიკერი სტივენ ჩუნგი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „დროა, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება შეწყდეს“.

მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპი 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა. ამ ძალადობის შესახებ მოსარჩელემ 2019 წელს განაცხადა, თუმცა ტრამპმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ მწერალმა ეს ამბავი წიგნის გასაყიდად გამოიგონა. თავის მხრივ კი კეროლმა ეს განცხადება რეპუტაციის შელახვის მცდელობად მიიღო და სასამართლოს მიმართა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ვაშინგტონ პოსტი“ - ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გატეხეს კომპიუტერული სისტემა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე განყოფილებაში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სანქციებზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ
დონალდ ტრამპი - აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია
სროლა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში - დაშავებულია 10 ადამიანი. პოლიცია ფაქტს ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს
ქაოსი ბრიუსელში ახალი წლის ღამეს - უცნობმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ
არქივი