30
30 დეკემბერი 2024, 21:12
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისათვის 2.5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.
კერძოდ, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს უპასუხა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ზელენკსიმ მართლაც განახორციელა ფულის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ძარცვა“.
„ყველა დროის ჩემპიონია“, - დაწერა ილონ მასკმა საპასუხოდ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |