გერმანიაში, პოლიციამ და მეხანძრეებმა გაზარდეს თავიანთი ოპერატიული ძალები საახალწლოდ შექმნილი საგანგებო სიტუაციების საპასუხოდ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ი ავრცელებს.
როგორც გერმანული მედია იუწყება, ბერლინში, ნიღბიანმა პირებმა პოლიციის მანქანას პიროტექნიკა ესროლეს.
გარდა ამისა, პფორცჰაიმში პოლიციის ოპერაციის დროს, პოლიციელმა და კიდევ ერთმა პირმა აკუსტიკური ტრავმა მიიღეს, სავარაუდოდ, პეტარდის აფეთქების შედეგად.
ბავარიის პოლიციამ სასაზღვრო კონტროლის დროს დიდი რაოდენობით უკანონო პიროტექნიკა ამოიღო.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საახალწლო ზეიმის დროს ძალადობის პრევენციის მიზნით, ქუჩებში გაიზარდა სამართალდამცაველების რაოდენობა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა გამოაცხადა თანმიმდევრული ზომები ძალადობის ან არეულობის მიმართ ახალი წლის ღამეს.
მისი თქმით, ის სრულად უჭერს მხარს პოლიციას, თუ ისინი მიიღებენ თანმიმდევრულ ზომებს დამნაშავეების წინააღმდეგ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |