ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტყოფის პანსიონატში მცხოვრები ყველა ბენეფიციარი საოჯახო ტიპის სახლებში დაბინავდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 30 დეკემბერი 2024, 17:00

მარტყოფის პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები ყველა ბენეფიციარი ახალგახსნილ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში დააბინავა.

„შშმ პირები ოჯახთან მიახლოებულ გარემოში იცხოვრებენ, სადაც მათი ინდივიდუალური საჭიროებები გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურა კი ადაპტირებულია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახალგახსნილ, მცირე საოჯახო სახლს ესტუმრნენ. ახალსოფლის საოჯახო ტიპის სახლში ზრუნვის სააგენტოს ფილიალის – მარტყოფის შშმ პანსიონატში მცხოვრები ექვსი ბენეფიციარი დაბინავდა. სტუმრებმა მათი ახალი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს და ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის ყველა ბენეფიციარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე რვა მცირე საოჯახო სახლში განთავსდა. ახალი საოჯახო სახლის გახსნა მარტყოფის შშმ პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასკვნითი ნაწილია. შესაბამისად, დასრულდა პანსიონატში მცხოვრები ყველა პირის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადაყვანის პროცესი და მარტყოფის პანსიონატში აღარ ცხოვრობენ შშმ პირები.

საქართველოში შშმ პირებისთვის განკუთვნილი დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი 2022 წლიდან, ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო. შშმ პირთა პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შესაბამისად, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი 2024 წელს დასრულდა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია
სროლა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში - დაშავებულია 10 ადამიანი. პოლიცია ფაქტს ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს
ქაოსი ბრიუსელში ახალი წლის ღამეს - უცნობმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ
გერმანიის შს მინისტრი - გაძლიერებული საპოლიციო ძალების მობილიზება და დროული ზომები არის სწორი გზა ძალადობის გამომწვევთა წინააღმდეგ, ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება
სამწუხაროდ 2,3,4,5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები "შეყრა“ და "გაყრა“ გაუქმდა! ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით
არქივი