თეა წულუკიანი - დაისვენეთ ერთი კვირა, იქნებ ნაკლებად გაცვეთილი იდეები მოგივიდეთ, არც კი გრცხვენიათ ზოგიერთი იმ ადამიანის, ვისაც მართლა ცვლილება სურს და ატყუებთ, ჩვენ მიგიყვანთ მიზნამდეო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 30 დეკემბერი 2024, 16:02

დაისვენეთ ერთი კვირა, იქნებ ნაკლებად გაცვეთილი იდეები მოგივიდეთ, სულ არაა საჭირო ქუჩაში გაყინვა, ხალხის ნდობა თუ გაქვს, ამის მიღწევა პარლამენტში შესვლით ან კიდევ კაფეში შეკრებებითაც შეიძლება, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ, ჩვენ პარლამენტის შენობაში შევიკრიბეთ 10:00 საათისთვის და ნახევარ საათში დარბაზში შესვლა დავიწყეთ. ინაუგურაცია დაიწყო 11:00 საათზე, რაც წინასწარ იყო საჯაროდ ნათქვამი.

10:00 საათზე რომ იბარებ „მხარდამჭერებს“ სულ სხვა ლოკაციაზე და თან ატყუებ, ბევრ რამეს ისეთს ვიტყვი, რაც მომდევნო დღეებში ჩვენი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იქნებაო, ეს რევოლუციონერობა ან პოლიტიკოსობაა?!

დაისვენეთ ერთი კვირა, იქნებ ნაკლებად შტერული და ნაკლებად გაცვეთილი იდეები მოგივიდეთ. ერთ hint-ს კი მოგცემდით: სულ არაა საჭირო, დღევანდელ თანამედროვე დღეს, ქუჩაში გაყინვა. თუ ნორმალური ხარ, პოლიტიკის რომელიმე ანბანი გესმის და ხალხის ნდობა გაქვს, ამის მიღწევა სწორი გეგმით, რიტორიკით, კლავიატურაზე კაკუნით და პარლამენტში შესვლით ან კიდევ კაფეში შეკრებებითაც შეიძლება. ვაი, თქვენს პატრონს (პატრონებს)!

არც კი გრცხვენიათ ზოგიერთი იმ ადამიანის, ვისაც მართლა ცვლილება სურს და არა – ქვეყნის ნგრევა და ატყუებთ, ჩვენ მიგიყვანთ მიზნამდეო. გაყიდულებო!“ - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია
სროლა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში - დაშავებულია 10 ადამიანი. პოლიცია ფაქტს ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს
ქაოსი ბრიუსელში ახალი წლის ღამეს - უცნობმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ
გერმანიის შს მინისტრი - გაძლიერებული საპოლიციო ძალების მობილიზება და დროული ზომები არის სწორი გზა ძალადობის გამომწვევთა წინააღმდეგ, ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება
სამწუხაროდ 2,3,4,5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები "შეყრა“ და "გაყრა“ გაუქმდა! ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით
არქივი