ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის ყველა განცხადება ცარიელი სიტყვებია, არავითარი ფასი და დატვირთვა ამ განცხადებებს არ აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 30 დეკემბერი 2024, 12:32

სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, აქედან გამომდინარე, მის ადგილზე უფრო ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებების გაკეთებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად რადიკალური ოპოზიცია არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში და სააკაშვილის განცხადებაც არის ამის გამოძახილი.

„სააკაშვილს მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი. ცარიელი სიტყვებია მისი ყველა განცხადება, არავითარი ფასი და დატვირთვა ამ განცხადებებს არ აქვს. სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას აქვს უამრავი დანაშაული ჩადენილი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, აქედან გამომდინარე, მის ადგილზე უფრო ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებების გაკეთებას. მიხეილ სააკაშვილი არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი. მე ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ თვითლიკვიდაციის რეჟიმიდან. რეალურად რადიკალური ოპოზიცია არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში და სააკაშვილის ეს განცხადებაც არის ამის გამოძახილი. მე პირიქით შემიძლია ვთქვა, რომ ეს თვითლიკვიდაციის რეჟიმი არის ქვეყნისთვის კარგი, რადიკალური ოპოზიციისთვის არის ცუდი. შესაბამისად, მათი არჩევანია, რას გააკეთებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია
სროლა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში - დაშავებულია 10 ადამიანი. პოლიცია ფაქტს ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს
ქაოსი ბრიუსელში ახალი წლის ღამეს - უცნობმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ
გერმანიის შს მინისტრი - გაძლიერებული საპოლიციო ძალების მობილიზება და დროული ზომები არის სწორი გზა ძალადობის გამომწვევთა წინააღმდეგ, ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება
სამწუხაროდ 2,3,4,5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები "შეყრა“ და "გაყრა“ გაუქმდა! ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით
არქივი