14
29 დეკემბერი 2024, 15:27
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში.
„ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მეექვსე პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს. ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. ვუსურვებ მას ბევრ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |