20
29 დეკემბერი 2024, 14:52
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე პირი.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგი ბზიშვილმა განაცხადა, მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილის დატოვება მოსთხოვეს.
„გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. გარკვეულმა პიროვნებებმა სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს. აქედან გამომდინარე, დაკავებულ იქნენ ადმინისტრაციული წესით“,- განაცხადა სერგი ბზიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |