21
29 დეკემბერი 2024, 12:35
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა და შესაბამისად, პირველ რიგში მთავრობა იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების დაცვაზე.
„ასე არის კონსტიტუციურად განაწილებული უფლებამოსილებები. ძალიან კარგად წარმოადგენს მიხეილ ყაველაშვილი ქვეყანას, სადაც ეს იქნება საჭირო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ჩვენ ერთნაირად, როგორც მთავრობა, ისევე პრეზიდენტი, ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მათ შორის, საგარეო პოლიტიკის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |