საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილი გამორჩეული პატრიოტია.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი კარგად გაართმევს თავს პრეზიდენტის რანგში თავის უფლებამოვალეობებს.
„რა თქმა უნდა, იგი არის გამორჩეული პატრიოტი ჩვენი ქვეყნის. არ არსებობს ფიზიკურად ადამიანი, ვინც მას იცნობს, ან ახლოდან იცნობს, ან შორიდან იცნობს, ვისაც შეუძლია ამაში ეჭვის შეტანა და ვისთვისაც ის ღირებულებებია ძალიან მნიშვნელოვანი, რაც არის რეალურად ქართული ღირებულებები. ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სუვერენიტეტის გამყარება, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება.
დარწმუნებული ვართ, იგი ძალიან კარგად გაართმევს [თავს] პრეზიდენტის რანგში თავის უფლებამოვალეობებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |