12
28 დეკემბერი 2024, 17:24
დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით.
„საუბარი იყო ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენაზე, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, ნატოში ინტეგრაციაზე, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზე. ასევე, საგარეო ეკონომიკურ პრიორიტეტებზე, დიასპორასთან ურთიერთობებზე. მოკლედ, ჩვენ დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - „ელჩების კონფერენცია 2024: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ გაიხსნა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |