ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის დაფინანსებაზე: ისინი დაეთანხმნენ არა მხოლოდ დაფინანსების მიღებას, არამედ, იმ კონკრეტულ თანხას, რაც მათ გამოუყო საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 28 დეკემბერი 2024, 16:57

ისინი დაეთანხმნენ არა მხოლოდ დაფინანსების მიღებას, არამედ, იმ კონკრეტულ თანხას, რაც მათ გამოუყო საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით.

ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არა მხოლოდ აღიარებენ არჩევნებს, არამედ აღიარებენ ამ არჩევნებში საკუთარ შედეგებსაც, მათ შორის, ერთი ხმის და ერთი ლარის დონეზეც კი.

„ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მათი მხრიდან კიდევ საუბარი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, ან პარლამენტს არ აღიარებენ, ან ა.შ. უკვე აღარ არის გონივრული. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებების და იმ გადაწყვეტილებების შემდეგ, რომელსაც ჩვენ ველოდებით, მათ შორის 29 დეკემბრის შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია გაზაფხულის სასესიო სხდომებზე უკვე პარლამენტში შემოვა“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი - ხვალ, 10:00 საათზე გელოდებით ორბელიანების სასახლესთან, აქედან გეტყვით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, შემდეგი დღეები და გამარჯვების დღეები
სპორტსმენების მსვლელობა პარლამენტის წინ აქციას შეუერთდა
სოზარ სუბარი მიხეილ ყაველაშვილზე: როდესაც პრეზიდენტი პატრიოტი იქნება, იხსნება ფართო ასპარეზი სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენაც, რომლისკენაც გზა გადის ისევ და ისევ შერიგებაზე
დავით სონღულაშვილი - მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკის თავისუფლების და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მუდმივ გაჯანსაღებას ეფუძნება
არჩილ გორდულაძე: დე ფაქტო სანქციები გადაიტანეს ფურცელზე. ამით წარმოაჩინეს, რომ აღარ აქვთ საშუალება, რაიმე გამოიყენონ ქვეყნის ინტერესების და იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის სუვერენიტეტის გასამყარებლად
არქივი