თამარ ჩიბურდანიძე: გუშინდელმა დასანქცირებამ ფარდა ახადა იმ დიდ ტყუილს, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ავრცელებდა, თითქოს ივანიშვილის ფინანსების დაკავება მათგან არ იყო. აშშ-ს უსამართლობამ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრა - ეს კი ნამდვილად ვერ გათვალეს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 28 დეკემბერი 2024, 15:50

„ახლა ხომ მაინც ხვდება ყველა, რომ ბიძინა ივანიშვილი დასაჯეს ურჩობის გამო, დასაჯეს სამშობლოს ერთგულების გამო! მან კი არ გადააყოლა საქართველო თავის მილიონებს, პირიქით, თავისი მილიონები გადააყოლა ჩვენი ქვეყნის მშვიდობას,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უსამართლო ქმედებამ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ.

„გვახსოვს, ოქტომბერში ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დავა Credit Swiss -თან ამერიკის ხელისუფლებისგან არ იყო. გვახსოვს ოპოზიციის ქილიკიც ბიძინა ივანიშვილზე, თითქოს მან თავის მილიონებს გადააყოლა საქართველო და ამერიკას ტყუილუბრალოდ სდებდა ბრალს. გუშინ, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებამ ფარდა ახადა იმ დიდ ტყუილს, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ავრცელებდა, თითქოს ივანიშვილის ფინანსების დაკავება მათგან არ იყო. ამ სანქციების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი Credit Swiss-თან მოგებულ თანხას ვერ მიიღებს ამერიკის თანხმობის გარეშე.

ახლა ხომ მაინც ნათელია ყველაფერი? ახლა ხომ აღარავის ეპარება ეჭვი ამ კაცის სიმართლეში? ახლა ხომ მაინც ხვდება ყველა, რომ ბიძინა ივანიშვილი დასაჯეს ურჩობის გამო, დასაჯეს სამშობლოს ერთგულების გამო! მან კი არ გადააყოლა საქართველო თავის მილიონებს, პირიქით, თავისი მილიონები გადააყოლა ჩვენი ქვეყნის მშვიდობას.

მაგრამ, დასავლეთმა ერთი ვერ გათვალა - ქართველი ხალხის შეუპოვრობა! მათ ჰყავდეთ “მსოფლიოს გმირად” შერაცხილი, საკუთარი სამშობლოს გამყიდველი ზელენსკი. ჩვენ კი გვყავს ნამდვილი გმირი და პატრიოტი. ეს ისტორიამ უკვე დაწერა და ამას ვეღარავინ შეცვლის! აშშ-ს უსამართლობამ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი