14
28 დეკემბერი 2024, 15:46
„ხელის მოთბობა უნდათ, მაგრამ რაღაც ვითომ პრინციპულ საკითხებზე სინამდვილეში მათი დესტრუქციული პარტიული მიზნები, რომ არის იმაზე წამოსვლას ერიდებიან, მაგრამ ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა და რომელიც პირდაპირ გულისხმობს არჩევნების შემდგომ ბარიერ გადალახული პარტიის მიერ იმ ბენეფიტის მიღებას ბიუჯეტიდან, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, ამას ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყველა ის პარტია, რომელმაც ეს ბენეფიტი მიიღო ან ის პარტია, რომელმაც მაგალითად, თავისი კანდიდატურა წარადგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და გამოიყენა ეს კვოტა, ყველა ეს პარტია ბუნებრივია, რომ ერთმნიშვნელოვნად აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და აქ რაღაც ზედმეტი კითხვის დასმა უბრალოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდებს თითოეული აი ამ პარტიის წარმომადგენელს. „პუფიზაცია“ გახსოვთ თქვენ რადიკალების, როგორ დაეწყვნენ მწყობრად და შევიდნენ პარლამენტში, ოღონდ მანამდე ისინი ყველა ერთიმეორეზე უფრო მეტი სიმკაცრით მჯიღს ირტყამდნენ და იმეორებდნენ, რომ მათთვის პარლამენტი მიუსვლელი ადგილი იყო. აი ამ მიუსვლელ ადგილას კიდევ მოვლენ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთ-ერთია იმ ბარიერ გადალახულ პარტიებს შორის, რომელიც დაფინანსებას იღებს და გუშინ ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს, დღეს ამბობენ, რომ თანხის მიღება, არჩევნების აღიარებას არ ნიშნავს. პარალელურად, ამ თემამ რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება გამოიწვია, ისინი ნიკა გვარამიამ გააკრიტიკა. პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ოპოზიცია არის გაკოტრებული.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |