ედიშერ გვენეტაძე ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე: გამოჩნდა ნამდვილი სახე აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციისა. აშკარად დღისით, მზისით გამოვიდნენ მთელი მსოფლიოს თვალწინ და ქართველი კაცი სამშობლოს სიყვარულისთვის დაასანქცირეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 28 დეკემბერი 2024, 15:34

არაფერია. ბიძინა ივანიშვილს იმდენი სიკეთე აქვს ნაკეთები „სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს“ და საქართველო მისი მეთაურობით ახლო მომავალში ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო გახდება, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას.

მისივე თქმით, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ შვეიცარიის ბანკს სამართლებრივი დავა მოუგო, ამ დროს გამოჩნდა ნამდვილი სახე აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციისა და დღისით, მზისით გამოვიდნენ მთელი მსოფლიოს თვალწინ და ქართველი კაცი სამშობლოს სიყვარულისთვის დაასანქცირეს.

„მალა, მალა ბაიდენკრატიამ, მაგრამ ბოლოს წასვლის დროს იძულებული გახდა ეღიარებინა. სახელდობრ რა?
გახსოვთ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილს, მის კუთვნილ თანხებს, როგორ უჩერებდა შვეიცარიის ბანკი ბაიდენის ადმინისტრაციის ხელდების გამო. მართალია, ამ საყოველთაოდ გახმაურებულ საქმეში ბაიდენის „შაიკას“ კუდი მკაფიოდ უჩანდა, მაგრამ ამას ოვალური სახლის იმდროინდელი მესვეურები თაღლითურად, ჩვეულებრივ სამართლებრივ დავად აცხადებდნენ და იძახდნენ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო. მაგრამ, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ეს სამართლებრივი დავა მოიგო და კუთვნილი თანხები ის-ის იყო უნდა უნდა მიეღო, აქ კი ვერ შეიკავეს თავი და ამ დროს გამოჩნდა ნამდვილი სახე აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციისა. აშკარად დღისით, მზისით გამოვიდნენ მთელი მსოფლიოს თვალწინ და ქართველი კაცი სამშობლოს სიყვარულისთვის დაასანქცირეს.

არაფერია. ბიძინა ივანიშვილს იმდენი სიკეთე აქვს ნაკეთები „სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს" და საქართველო მისი მეთაურობით ახლო მომავალში ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო გახდება“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი - ხვალ, 10:00 საათზე გელოდებით ორბელიანების სასახლესთან, აქედან გეტყვით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, შემდეგი დღეები და გამარჯვების დღეები
სპორტსმენების მსვლელობა პარლამენტის წინ აქციას შეუერთდა
სოზარ სუბარი მიხეილ ყაველაშვილზე: როდესაც პრეზიდენტი პატრიოტი იქნება, იხსნება ფართო ასპარეზი სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენაც, რომლისკენაც გზა გადის ისევ და ისევ შერიგებაზე
დავით სონღულაშვილი - მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკის თავისუფლების და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მუდმივ გაჯანსაღებას ეფუძნება
არჩილ გორდულაძე: დე ფაქტო სანქციები გადაიტანეს ფურცელზე. ამით წარმოაჩინეს, რომ აღარ აქვთ საშუალება, რაიმე გამოიყენონ ქვეყნის ინტერესების და იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის სუვერენიტეტის გასამყარებლად
არქივი