ზურაბ ქადაგიძე: დავუშვათ, რომ ეს ქვეყანა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას იწყებს, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი სრული ბოდვაა, მაგრამ ასეც რომ იყოს, უილსონს ვინ „უფხაჭუნებს", ქართველი ხალხი რა გზას აირჩევს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 28 დეკემბერი 2024, 13:50
„ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის კონკრეტული ბიუროკრატების, განსაკუთრებით კი, ჯო უილსონის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, რომც დავუშვათ, უილსონის განცხადებები საქართველოს კურსის ცვლილების შესახებ სიმართლეა, აშშ-ს არავინ ეკითხება, რა გზას დაადგება საქართველო და რა გზას აირჩევს ქართველი ხალხი. იგი ბაიდენის ადმინისტრაციას "ფაშისტების ბუდეს" უწოდებს.

„მოდით ერთი წამით დავუშვათ, რომ ეს ქვეყანა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას იწყებს, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით - და მერე ვინ ეკითხება აშშ - ს, რა გზას დაადგება საქართველო?
ცხადია, ეს ყველაფერი არის სრული ბოდვა, მაგრამ ასეც რომ იყოს - ჯო ვილსონს ვინ უფხაჭუნებს, ქართველი ხალხი რა გზას აირჩევს? ბაიდენის ადმინისტრაცია არის ფაშისტების ბუდე!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ალექსეი რეზნიკოვს: ერთმა გენიოსმა კიეველმა ბრძანა ერთხელ: „ხელნაწერები არ იწვიანო“. უკრაინაში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლების განადგურებას, გადაგეკითხათ...
გია აბაშიძე: შოკისმომგვრელია პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან იმის გაგება, რომ მას საბჭოური ცეკას ინსტრუქტორის ტონალობაში „დიფ სთეითის" ერთ-ერთი აქტორი ჰკარნახობდა, რომ "მეორე ფრონტი" გაგვეხსნა
დავით ქართველიშვილი: სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინელამდე სურს
სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინელამდე სურს
ტრამპი სთავაზობს ევროკავშირს, რუსეთს, უკრაინას, მთელ მსოფლიოს, რომ თუ დაუჯერებენ, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ არავინ უჯერებს, იმიტომ, რომ ყველას ამ ომში აქვს განსხვავებული მიზანი
არქივი