„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 28 დეკემბერი 2024, 13:15

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდის 44 ბენეფიციარს საახალწლო სურვილები აუსრულეს. კომპანიის თანამშრომლებმა ბავშვებსა და მოზარდებს საკუთარი სახსრებით შეძენილი საჩუქრები, ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, გიორგი პაპავასთან ერთად გადასცეს. პატარებმა კი საცეკვაო და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

„უკვე ტრადიციად იქცა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ძალისხმევით ყოველწლიურად ტარდება. ძალიან გვიხარია, რომ სწორედ იმ ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულება შევძელით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. განსაკუთრებით, ახალ წელს ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და გახარებული. მინდა თითოეულ ბავშვს, მოზარდს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო,“ – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყო ფონდი „მომავლის გზა“, რომლის ბენეფიციარებიც არიან ბავშვები.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი - ხვალ, 10:00 საათზე გელოდებით ორბელიანების სასახლესთან, აქედან გეტყვით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, შემდეგი დღეები და გამარჯვების დღეები
სპორტსმენების მსვლელობა პარლამენტის წინ აქციას შეუერთდა
სოზარ სუბარი მიხეილ ყაველაშვილზე: როდესაც პრეზიდენტი პატრიოტი იქნება, იხსნება ფართო ასპარეზი სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენაც, რომლისკენაც გზა გადის ისევ და ისევ შერიგებაზე
დავით სონღულაშვილი - მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკის თავისუფლების და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მუდმივ გაჯანსაღებას ეფუძნება
არჩილ გორდულაძე: დე ფაქტო სანქციები გადაიტანეს ფურცელზე. ამით წარმოაჩინეს, რომ აღარ აქვთ საშუალება, რაიმე გამოიყენონ ქვეყნის ინტერესების და იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის სუვერენიტეტის გასამყარებლად
არქივი