გიორგი გამსახურდია: სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი - „ფორმულას“ კონტრაქტორია და ფულის სანაცვლოდ კადრულობს სისულელეებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 28 დეკემბერი 2024, 11:06

აგერ, სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი, ხან პლატფორმა X-ზე პოსტებს რომ წერს და ხან კიდევ, ტრამპის ინაუგურაციაზე სალომეს რომ ეპატიჟება (პირველად გავიგე, სხვის ინაუგურაციაზე სხვას სხვა რომ ეპატიჟება), - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ირკვევა, რომ FARA-ს მასალების მიხედვით, კონგრესმენი ჯო ვილსონი ტელეკომპანია „ფორმულასგან“ ფულს იღებს.

გამსახურდიას თქმით, უილსონის სიტყვას ჩალის ფასი აქვს და თუ ვინმე უჩენს მტრებს აშშ-ს, სწორედ უილსონის მსგავსი ადამიანები არიან, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ყველაფერზე მოაწერენ ხელს.

„აგერ, სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი, ხან პლატფორმა X-ზე პოსტებს რომ წერს და ხან კიდევ, ტრამპის ინაუგურაციაზე სალომეს რომ ეპატიჟება (პირველად გავიგე, სხვის ინაუგურაციაზე სხვას სხვა რომ ეპატიჟება). ჩვეულებრივი ფორმულას კონტრაქტორია და ფულის სანაცვლოდ კადრულობს ამ სისულელეებს. ამის სიტყვას ჩათვალეთ ჩალის ფასი აქვს, ამათ დასახვეტად შედის ის კარგი კაცი მალე თეთრ სახლში და სწორედ ილონ მასკს დაავალა ამისთანა ფულზე დახამებულების თავიანთ ადგილებზე დასმა.

P.S. თუ ვინმე უჩენს ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრებს, სწორედ ამისთანა ტიპები, ჩაბუდებულები უსასრულოდ და ფულის სანაცვლოდ ყველაფერზე ხელის მომწერები.მიხედავს ბატონი დონალდი ამათ, თან მალე“, - წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: ეს არის „Deep State“ - დემოკრატია, რომელიც ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც პატრიოტიზმზე და ეროვნულ ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული
გია აბაშიძე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” აკრძალვაზე: ევროუტიფრობა ვერანაირად დამკვიდრდება საქართველოში, ანტიდასავლურობა კრემლის გარეშე, თავად აამოქმედეს ევროკრატებმა
ბიუროკრატები ცდილობენ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას, დასავლეთმა ერთად დაანგრია ბერლინის კედელი და ის თავიდან არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანიის ისტებლიშმენტმა ააშენა
ჩვენს გარდა ჩვენივე საშინაო საქმეებს ვერავინ ვერ გაუმკლავდება - მთავარია, არ ჩაერიონ იმ მასშტაბით, რასაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში
დავით ქართველიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე: გვიხაროდენ! ქვეყანაში ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ - Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“
არქივი