სირიაში დაკავებულია მოსამართლე, რომელმაც ათასობით ადამიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 28 დეკემბერი 2024, 10:14
სირიის ახალმა მთავრობამ დააკავა ყოფილი სამხედრო მოსამართლე მუჰამედ კანჯო ჰასანი, რომელმაც ათასობით ადამიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, - იუწყება DW.

ჰასანი დააპატიმრეს მის 20 მოკავშირესთან ერთად ტარტუსის პროვინციაში, სადაც გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მხარდამჭერები ცხოვრობენ.

ჰასანი იკავებდა სამხედრო მოსამართლის პოზიციას 2011-2014 წლებში. შემდეგ ის დააწინაურეს. ჰასანი გახდა სირიის სამხედრო იუსტიციის უფროსი.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ადამიანებისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოჰქონდა ხშირად იმ სასამართლო პროცესების დროს, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. ქრთამების აღებით მან გამოიმუშავა 150 მილიონი დოლარი. პატიმრების ახლობლები უხდიდნენ მას ფულს იმისთვის, რომ გაეგოთ რაიმე ინფორმაცია ნათესავების შესახებ.

ციხე „სედნაია“, რომელიც ცნობილია წამებისა და სიკვდილით დასჯის ადგილად ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დამასკიდან ჩრდილოეთით 35 კილომეტრში მდებარეობს. ეს ადგილი ასადის ოპონენტების რეპრესიების სიმბოლოდ იქცა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლიდან აქ მოხვდა 30 000-მდე ადამიანი, აქედან მხოლოდ 6 000 იყო გათავისუფლებული. დანარჩენი დღემდე დაკარგულად ითვლება
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი - ხვალ, 10:00 საათზე გელოდებით ორბელიანების სასახლესთან, აქედან გეტყვით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, შემდეგი დღეები და გამარჯვების დღეები
სპორტსმენების მსვლელობა პარლამენტის წინ აქციას შეუერთდა
სოზარ სუბარი მიხეილ ყაველაშვილზე: როდესაც პრეზიდენტი პატრიოტი იქნება, იხსნება ფართო ასპარეზი სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენაც, რომლისკენაც გზა გადის ისევ და ისევ შერიგებაზე
დავით სონღულაშვილი - მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკის თავისუფლების და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მუდმივ გაჯანსაღებას ეფუძნება
არჩილ გორდულაძე: დე ფაქტო სანქციები გადაიტანეს ფურცელზე. ამით წარმოაჩინეს, რომ აღარ აქვთ საშუალება, რაიმე გამოიყენონ ქვეყნის ინტერესების და იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის სუვერენიტეტის გასამყარებლად
არქივი