ვატო შაქარიშვილი - ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა განადგურებისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა, სანქციებით დასაჯეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 28 დეკემბერი 2024, 01:05

ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა ომში გახვია, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ხოლო ივანიშვილი, რომელმაც საქართველო გამანადგურებელი ომისგან დაიცვა, სანქციებით დასაჯეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, ასეთია ევრო-ამერიკული სტანდარტი.

„ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა ომში გახვია და განადგურებისთვის გაწირა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა და გამანადგურებელი ომისგან დაიცვა, სანქციებით დასაჯეს. ასეთია ევრო-ამერიკული სტანდარტი“, – წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ზარქუა: ჩვენს დიასპორას უნდა ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა, რომ თავიანთ ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი
ნიკოლოზ სამხარაძე ელჩების კონფერენციაზე: დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში
ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის დაფინანსებაზე: ისინი დაეთანხმნენ არა მხოლოდ დაფინანსების მიღებას, არამედ, იმ კონკრეტულ თანხას, რაც მათ გამოუყო საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე
ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა
მაკა ბოჭორიშვილი: დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მხოლოდ მტკიცე, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით შევძლებთ ჩვენი კონსტიტუციური მიზნების შესრულებას
არქივი