ედიშერ გვენეტაძე: ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 28 დეკემბერი 2024, 00:36

არახალია, მით უმეტეს, საქართველოში კაცს სამშობლოს, ადამიანების სიყვარულისთვის, რომ დევნიდნენ. ეს დევნა კი იწვევს, ამ ცალკეული ადამიანების და საერთოდ მთელი ერის უფრო მეტად თავგანწირვას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის აშშ-ის მიერ დასანწცირებასთან დაკავშირებით.

გვენეტაძის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ მაინც ვერ გაბედა, რომ ივანიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა, ამასთან, აღნიშნავს იმასაც, რომ სამშობლოს თავისუფლებისა და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისადმი სიყვარულს ვერანაირი სანქცია ვერ შეაჩერებს.

„არახალია, მით უმეტეს, საქართველოში კაცს სამშობლოს, ადამიანების სიყვარულისთვის, რომ დევნიდნენ. ეს დევნა კი იწვევს, ამ ცალკეული ადამიანების და საერთოდ მთელი ერის უფრო მეტად თავგანწირვას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.

დამსანქცირებლებმა, რომ იცოდნენ თუ როგორი წინაპრები ჰყავდა ბიძინა ივანიშვილს - მაგალითად დემეტრე II, 100 ათასი ერთ დღეს წამებული, ბერი თევდორე, ქეთევან დედოფალი, პაატა სააკაძე, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, ილია, ზვიადი... რომლებიც პიროვნულად, შეგნებულად, წავიდნენ იმაზე რაზეც წავიდნენ, რასაც ჰქვია თავგანწირვა საქართველოსათვის. ეს რომ გაცნობიერებული ჰქონდეს დღევანდელი სანქციის ავტორებს, არ ჩაიდენდნენ იმ სამარცხვინო საქციელს, რომელიც ჩაიდინეს. თუმცა, ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და სამშობლოზე გადაგებული მამულიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა. ამიტომაც ყველამ მკაფიოდ იცოდეს: ვერავითარი დასანქცირება ვერ შეაჩერებს იმ ერთადერთ რამეს, რომელსაც „მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა“ და რომლის სახელია სამშობლოს თავისუფლებისა და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისადმი სიყვარული“, - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი მიხეილ ყაველაშვილზე: რა თქმა უნდა, იგი არის გამორჩეული პატრიოტი ჩვენი ქვეყნის. არ არსებობს ადამიანი, ვინც მას იცნობს და ვისაც შეუძლია ამაში ეჭვის შეტანა
ირაკლი კირცხალია: ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს, იმდენად არაობიექტურად და ლობიზმის სულისკვეთებით არის გაკეთებული განცხადება, რომ ერთი ფაქტიც კი ვერ მოიყვანეს, თუ რა რუსული საქმე გააკეთა ივანიშვილმა
ირაკლი ზარქუა: ჩვენს დიასპორას უნდა ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა, რომ თავიანთ ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი
ნიკოლოზ სამხარაძე ელჩების კონფერენციაზე: დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში
ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის დაფინანსებაზე: ისინი დაეთანხმნენ არა მხოლოდ დაფინანსების მიღებას, არამედ, იმ კონკრეტულ თანხას, რაც მათ გამოუყო საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე
არქივი