კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო, მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 27 დეკემბერი 2024, 22:30

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, ჟურნალისტის დასმულ კითხავს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

„ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან სანქციებით, რაც წარმოუდგენელია. მოთხოვნა რა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მუქარებით, შანტაჟით. ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება, პირდაპირ მოწოდებები. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის საქართველოში მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული, თუმცა მისი მხრიდან გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2012 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და გამარჯვება მოიპოვა. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ქართველ ხალხს და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-თან, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ურთიერთობები გადაიტვირთება.

„ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც 26 ოქტომბერს მოვიპოვეთ გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ვატარებთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით მათიკაშვილი: უმნიშვნელოვანესი თარიღია 29 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში, ამ დღეს ხდება ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების პროცესის დასრულება
ედიშერ გვენეტაძე ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე: გამოჩნდა ნამდვილი სახე აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციისა. აშკარად დღისით, მზისით გამოვიდნენ მთელი მსოფლიოს თვალწინ და ქართველი კაცი სამშობლოს სიყვარულისთვის დაასანქცირეს
დავით ჩიხელიძე: 2-წლიანი მტკიცების შემდეგ, რომ „კრედიტ სუისთან“ ივანიშვილის დავას პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, ვიგებთ, რომ დავას პოლიტიკურად მოტივირებული იყო, დაინტერესებული მხარე აშშ აღმოჩნდა - ინტერესი მეორე ფრონტის გახსნაა
ვლადიმერ ბოჟაძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც სხვა ლიდერებს და წევრებს ვერანაირი სანქციებით ვერ შეაშინებენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს
ირაკლი კირცხალია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: იმდენად ლობიზმის სულისკვეთებით არის ეს ყველაფერი გაკეთებული, რომ ერთი ფაქტიც კი ვერ მოიყვანეს, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა რუსული საქმე
არქივი