შალვა პაპუაშვილი: პატრიოტიზმი სამწუხაროდ, ბევრ წინამორბედს არ აღმოაჩნდა, ბევრი კონცენტრირდა საკუთარ თავზე და არა ხალხზე - მიხეილ ყაველაშვილი ზუსტად ის ადამიანია, რომელიც უპირველეს ყოვლისა ხალხის ინტერესიდან გამოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 27 დეკემბერი 2024, 17:38

პატრიოტიზმი, ეს არის ის თვისება, რომელიც სამწუხაროდ, ბევრ წინამორბედს არ აღმოაჩნდა. ბევრი კონცენტრირდა საკუთარ თავზე და არა ხალხზე - მიხეილ ყაველაშვილი ზუსტად ის ადამიანია, რომელიც უპირველეს ყოვლისა ხალხის ინტერესიდან გამოვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ყაველაშვილს მძიმე მემკვიდრეობა დახვდება, რადგან სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დააზიანა.

„მიხეილ ყაველაშვილი თავისი თვისებებით, გამოცდილებით, პოლიტიკური კარიერით, თავისი კარიერით, როგორც სპორტსმენი, რომელიც ადამიანის გულებს ახარებდა, ვფიქრობ ორიენტირებული იქნება, რომ ქართველი ხალხის ინტერესების მთავარი გამტარებელი იყოს. პატრიოტიზმი, ეს არის ის თვისება, რომელიც სამწუხაროდ, ბევრ მის წინამორბედს არ აღმოაჩნდა. ბევრი კონცენტრირდა საკუთარ თავზე და არა ხალხზე. მიხეილ ყაველაშვილი ზუსტად ის ადამიანია, რომელიც უპირველეს ყოვლისა ხალხის ინტერესიდან გამოვა.

მძიმე მემკვიდრეობა დახვდება, იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონმა სალომემ ძალიან დააზიანა ეს ინსტიტუტი. ფაქტობრივად, ის ზიანი, რაც მან მიაყენა ამ ინსტიტუტს იმით, რომ აქცია კონსტიტუციის დარღვევის ინსტრუმენტად. აქცია, გარედან ქვეყნის დისკრედიტაციის ინსტრუმენტად და აქცია ადგილად თუ ინსტიტუციად, რომელთანაც უკვე აღარ იყო დაკავშირებული ქართველი ხალხის ინტერესები. ასე, რომ მას ამ მძიმე მემკვიდრეობის შემობრუნება, შეცვლა მოუწევს ქართველი ხალხის თვალში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეცნო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ხვალ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება
ვატო შაქარიშვილი - ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა განადგურებისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა, სანქციებით დასაჯეს
ზურაბ ჯაფარიძე - სანქცია საკმაოდ მძიმეა, მაგრამ არის გამონაკლისებიც, მაგალითად, არ ეხება ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებს
ედიშერ გვენეტაძე: ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა
არქივი