თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 27 დეკემბერი 2024, 17:25

თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ჯარიმის სახით 10 000 ლარი დაეკისრა.

მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

დაცვის მხარე სასამართლოს გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება. ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს ჭავჭავაძის N33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქპატენტმა უზბეკეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყების თანამშრომლებს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში გამოცდილება გაუზიარა
The New York Times: უკრაინამ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენება შეანელა - კიევს რაკეტების მარაგი ეწურება
სირიაში დაკავებულია მოსამართლე, რომელმაც ათასობით ადამიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა
ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინასთან ომში ტყვედ ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად თავს იკლავენ, მიზეზი მათი ოჯახების მიმართ რეპრესიების შიშია
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
არქივი