სასწაული ამბავი მოხდა პირდაპირ. შემოვტრიალდი აქციიდან და ვიგებ, რომ დღეს სამმა ე.წ. გამარჯვებულმა პარტიამ – გახარია, ხაზარაძე და „ნაცმოძრაობამ“ თანხმობა განაცხადეს, აიღონ 26 ოქტომბრის არალეგიტიმური არჩევნების შედეგებით გამოთვლილი მილიონები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, ეს იურიდიულად და პოლიტიკურად არჩევნების ლეგიტიმურად და სამართლიანად აღიარების ტოლფასია.
„ხალხურად და ზნეობრივად, ქუჩაში გამოსული ხალხისთვის ზურგში დაშნის ჩაცემა ჰქვია. ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდია. ეს ვერ გააჩერებს ვერაფერს, რეჟიმს ვერ გადაარჩენს, მაგრამ მათი ქმედება ხალხს ყოველთვის ემახსოვრება, მათ შორის საარჩევნო ყუთთან როცა მივა, ჩვენი ბრძენი ხალხი მაშინვე გაიხსენებს, უნდა გაიხსენოს. ამგვარი ღალატები, შეწყალება, შეღვინება ამნისტიებს პოლიტიკურად არ ექვემდებარება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |