გიორგი სანტურიანი - სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია იმის მიხედვით, რომელმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ რამდენი ხმა დააგროვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 27 დეკემბერი 2024, 13:53

სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია იმის მიხედვით, რომელმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ რამდენი ხმა დააგროვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა.

სანტურიანის თქმით, დაფინანსების მისაღებად აუცილებელი იყო, კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას გადაელახა 1%-იანი ბარიერი. როგორც სანტურიანმა განაცხადა, ბარიერი გადალახა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, მათგან ერთმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაფინანსებაზე უარი განაცხადა.

გუშინ, 26 დეკემბერს დასრულდა „ცესკოსთვის“ მომართვის ვადა იმ პოლიტიკური გაერთიანებებისთვის, რომლებსაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება და სურდათ, უარი განეცხადებინათ ამგვარი დაფინანსების მიღებაზე. სულ წარმოდგენილი იყო ერთი განცხადება ერთი პოლიტიკური გაერთიანების მიერ. ეს არის „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი დროა“. შესაბამისად, შვიდი პოლიტიკური გაერთიანებიდან, რომლებსაც წარმოეშვათ დაფინანსების უფლება, საბოლოოდ დაფინანსებას მიიღებს ექვსი პოლიტიკური გაერთიანება.

დაფინანსების მისაღებად კანონმდებლობა აწესებს წინაპირობებს. კერძოდ, აუცილებელია, კონკრეტულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახოს 1%-იანი ბარიერი. ამ შემთხვევაში, 1%-იანი ბარიერი გადალახა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და ამავდროულად, პოლიტიკური დაფინანსების ოდენობა მიბმულია ხმების რაოდენობაზე. დაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია იმის მიხედვით, რომელმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ რამდენი ხმა დააგროვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი - ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა განადგურებისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა, სანქციებით დასაჯეს
ზურაბ ჯაფარიძე - სანქცია საკმაოდ მძიმეა, მაგრამ არის გამონაკლისებიც, მაგალითად, არ ეხება ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებს
ედიშერ გვენეტაძე: ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისთვის
კონგრესმენმა ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია
არქივი