მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება, რომ დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტს და დარწმუნებული ვარ, ამას საუკეთესოდ შეძლებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის არის პატრიოტი, ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და იქნება ქვეყნისთვის საუკეთესო პრეზიდენტი.
„მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც შედგება ორ დღეში. მას აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, ვიტყოდი, რთული ფუნქცია. მნიშვნელოვნად დაზიანდა პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია წინა წლების განმავლობაში, აქ არ ვგულისხმობ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, წინა პრეზიდენტებსაც. მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება ის, რომ დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტს და დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ამას საუკეთესოდ შეძლებს. ის არის პატრიოტი ადამიანი, ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და იქნება ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო პრეზიდენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |