ირაკლი კობახიძე: კონკრეტული რესპუბლიკელი პოლიტიკოსი გაააქტიურეს, რომ შექმნან აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე, ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 27 დეკემბერი 2024, 11:41

ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ფუჭი კამპანიების წარმოებისგან, ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი, ერთადერთი რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენც ბევრი რამ გავაკეთეთ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის განცხადებაზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როცა კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ ლაპარაკობს, მისი განცხადებები საზოგადოებისთვის აღარ არის რელევანტური.

„ხშირად ჩვენ ვხედავთ ხოლმე, როდესაც ინტენსიური განცხადებები კეთდება ამა თუ იმ ჩინოვნიკის მხრიდან, მერე იკვეთება კონკრეტული ფინანსური ინტერესის ნიშნები. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ყოველ შემთხვევაში მე ამას დიდი ყურადღებას არ მივაქცევდი. მთავარია, საზოგადოებამ ისწავლა ყველაფერი, პირველ რიგში ისწავლა ის, რომ არც ერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს მის განცხადებებში. გახსოვთ, რომ ხუთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც კი ვერ შეძლეს საზოგადოებაზე ზემოქმედება, რადგან საზოგადოებისთვის მთავარია, რა არის სიმართლე. როცა ხედავენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ ლაპარაკობს, საზოგადოებისთვის ეს განცხადებები აღარ არის რელევანტური. ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ასეთი ფუჭი კამპანიების წარმოებისგან, ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი, ერთადერთი, რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენც ბევრი რამ გავაკეთეთ. იმიტომ გაააქტიურეს კონკრეტული რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენი ხელი არის გაწვდილი, ჩვენ ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან, თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობების, რომელიც არ არის დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრი პრაგმატული ნაბიჯები, ეს შედის ორივე ქვეყნის, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი - ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა განადგურებისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა, სანქციებით დასაჯეს
ზურაბ ჯაფარიძე - სანქცია საკმაოდ მძიმეა, მაგრამ არის გამონაკლისებიც, მაგალითად, არ ეხება ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებს
ედიშერ გვენეტაძე: ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისთვის
კონგრესმენმა ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია
არქივი