თინა ბოკუჩავა პარტიების სახელმწიფო დაფინანსებაზე - შეფასებაში და არგუმენტაციაში სრულიად ვეთანხმები მამუკა ხაზარაძეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 27 დეკემბერი 2024, 10:02

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით, სრულად იზიარებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეფასებას და არგუმენტაციას.

ბოკუჩავა ხაზს უსვამს "ეგზისტენციალურად გადამწყვეტ მომენტში" ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობას და მეტ დეტალზე საუბრისგან თავს იკავებს.

"ამ შეფასებაში და არგუმენტაციაში სრულიად ვეთანხმები ბატონ მამუკას.

ქვეყნისთვის ამ ეგზისტენციალურად გადამწყვეტ მომენტში, ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მეტს უბრალოდ არ დავწერ", - წერს თინა ბოკუჩავა "ფეისბუქის" ოფიციალურ ანგარიშზე.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს. ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „გახარია საქართველოსთვის“; „ლელო საქართველოსთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. ცეკო-ს ინფორმაციით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

მოგვიამებით, "კოალიცია ცვილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში სახელმწიფო დაფინანსენის მიღების საკითხზე სხვა ოპოზიციური პარტიები გააკრიტიკა.

„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო - აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის“,- დაწერა გვარამიამ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას პოზიციას მოჰყვა "ძლიერი საქართველოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელშიც ხაზარაძე აღნიშნავს, რომ პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი "ქოცური ნარატივის გამეორება" ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ, სხვა არაფერია თუ არა "ოცნების მესიჯბოქსში და სცენარში მონაწილეობა".

"ძლიერი საქართველოს" პოზიციიით, მათი გაერთიანებიდან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე განცხადებები დაკმაყოფილდება. მანამდე კი, თანხას მოხმარდება "საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ". ხაზარაძე ხაზს უსვამს, რომ "პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს".

ამასთან, ხაზარაძის თქმით, როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას "ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები!", ხაზარაძე ამბობს, რომ კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.

"არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა "ოცნების"“მესიჯბოქსით” საუბრობ, დაე, ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს. ან, ვის აწყობს ახლა "ოცნების" მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!" - დაწერა ხაზარაძემ "ფეისბუქზე".

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი - ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა განადგურებისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა, სანქციებით დასაჯეს
ზურაბ ჯაფარიძე - სანქცია საკმაოდ მძიმეა, მაგრამ არის გამონაკლისებიც, მაგალითად, არ ეხება ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებს
ედიშერ გვენეტაძე: ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისთვის
კონგრესმენმა ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია
არქივი