ირაკლი კობახიძე: ლიბერალური ფაშიზმისგან საქართველოს გათავისუფლება არის ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 27 დეკემბერი 2024, 08:08

ლიბერალური ფაშიზმისგან საქართველოს გათავისუფლება არის ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE"-ში.

პრემიერის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის და შესაბამისი პოლიტიკური რესურსის განეიტრალება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

„ლიბერალური ფაშიზმისგან საქართველოს გათავისუფლება არის ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა. გამოწვევა არის ნომერ პირველი და შესაბამისად, ამოცანაც არის ნომერ პირველი. ლიბერალურ ფაშიზმს აქვს კონკრეტული ინსტრუმენტები და ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ინსტრუმენტებს. როგორც ამერიკას აქვს თავისი დიფ სთეითი, რომელიც ანგრევდა მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს, ეს დონალდ ტრამპის სიტყვებიც არის, მან თქვა პირდაპირ, რომ თუ ამერიკა არ დაანგრევს დიფ სთეითს, დიფ სთეითი დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ოთხი წლის განმავლობაში დიფ სთეითი და ეს არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები ანგრევდა აშშ-ს და არა მარტო აშშ-ს. ნახეთ, რა დამართა მსოფლიოს დიფ სთეითის გავლენებმა. სრული დარღვევა სიმშვიდის და მშვიდობის, მსოფლიო მასშტაბით. ჩვენს გარშემო განსაკუთრებით - უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, სირია. უბედურება ხდება ყველგან, ჩვენს გარშემო. არაერთი ომი გადახდა არაერთ ქვეყანას ამ წლების განმავლობაში. ეკონომიკური პრობლემები. ევროკავშირში არის უმძიმესი ტენდენციები ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მოიტანა არაფორმალურმა გავლენებმა და ე.წ დიფ სთეითმა. ჩვენ გვაქვს პატარა დიფ სთეითი საქართველოში და ჩვენთვისაც სწორედ ასეთივე პრინციპული ეროვნული ამოცანაა დიფ სთეითთან დაპირისპირება. ვგულისხმობ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელსაც აქვს თავისი ინსტრუმენტები ჩვენს ქვეყანაში. ანალიზი გვაქვს გაკეთებული. გამჭვირვალობის შესახებ კანონის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ფინანსური წყაროები გაგვეხადა გამჭვირვალე ამ არაფორმალური გავლენებისთვის და რევოლუციების გამუდმებული მცდელობისთვის. არის კონკრეტული ინსტრუმენტები და ამას უნდა დავუპირისპირდეთ. არის რესურსი, რომ ოთხი წლის თავზე განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდეთ. ჩვენ დიფ სთეითი უნდა მოვშალოთ, რასაც განასახიერებს ის ძალები, რომლებიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მოიაზრება, სხვადასხვა განშტოებებით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამ გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა. ამისათვის ლიბერალური ფაშიზმის განეიტრალება და შესაბამისი პოლიტიკური რესურსის განეიტრალება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ქვეყანა უნდა დამშვიდდეს, ეს არის ჩვენი ეროვნული გამოწვევა და ეროვნული ამოცანა. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება სხვა ამოცანების შესრულებასთან ერთად, როგორის არის დემოკრატიული სისტემის განმტკიცება, ეკონომიკური განვითარება და ა.შ.“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისთვის
კონგრესმენმა ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო, მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები
ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2024 წელი იყო ყველაზე წარმატებული ქართული ფეხბურთისთვის, დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ძალიან დიდი წარმატებებია
კახა კახიშვილი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: ისტორიისთვის სჯობს ქვეყნის სიყვარულისა და გადარჩენის გამო დაგასანქცირონ, ვიდრე ქვეყნის გაყიდვისა და გაუბედურებისთვის ზელენსკივით გაქონ
არქივი