ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობამ“ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, ისე მიდის საქმე, შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 26 დეკემბერი 2024, 23:42

დღეს სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE"-ში.

პრემიერის თქმით, მათ რაიმე შედეგის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება.

„როგორც არჩევნებში მოგებას, ისე ქუჩაში წარმატებას სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ოპოზიციას, ხედავთ, რომ ამ დღეებში საშუალოდ 1000 კაცამდე იკრიბება რუსთაველის გამზირზე, შესაბამისად, მათ არაფრის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება. დღეს მათ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე. სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები. ასეთი ნაბიჯები მომავალში გადაიდგმება და ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში“, - განაცხადა პრემიერმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ არჩევნებზე მიღებული ხმები ფაქტობრივად აღიარეს. საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, მათ შორის 5 ოპოზიციური პარტიაა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა ნათელაშვილი - სამი ე.წ. გამარჯვებული პარტია დათანხმდა არალეგიტიმური არჩევნების შედეგებით გამოთვლილ მილიონებს, ხალხურად და ზნეობრივად ამას ჰქვია ხალხისთვის ზურგში დაშნის ჩაცემა
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა
შალვა პაპუაშვილი: პირველად იქნება პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის ინაუგურაცია. გვინდა, რომ რაც შეიძლება, საზეიმო განწყობა იყოს და პომპეზურობასთან ერთად მას ჰქონდეს კლასიკური დანიშნულება
ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციაზე: ცხადია, საბიუჯეტო დაფინანსების აღება, რომელიც არჩევნებზე მიღებულ ხმებზეა მიბმული, ბუნებრივია ნიშნავს, რომ ამ ნაწილში აღიარებ არჩევნების შედეგებს
ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ში პოლიტიკოსთა წრის მიზანია საქართველოს დისკრედიტაცია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ადმინისტრაციაში, ეს სურვილი მათი ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარეობს
არქივი