გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 26 დეკემბერი 2024, 23:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ფეისბუქპოსტში მან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აშშ-ის საელჩო მონიშნა.

"ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო. P.S. მალე დაგიბრუნდებით" - წერს შაიშმელაშვილი.

ირაკლი შაიშმელაშვილმა შსს 4 დეკემბერს დატოვა. მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შსს-ს, მათ შორის გდდ-ს მიერ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევა, მოქალაქეების უკანონო დაკავება, დევნა, ცემა და წამება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა ნათელაშვილი - სამი ე.წ. გამარჯვებული პარტია დათანხმდა არალეგიტიმური არჩევნების შედეგებით გამოთვლილ მილიონებს, ხალხურად და ზნეობრივად ამას ჰქვია ხალხისთვის ზურგში დაშნის ჩაცემა
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა
შალვა პაპუაშვილი: პირველად იქნება პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის ინაუგურაცია. გვინდა, რომ რაც შეიძლება, საზეიმო განწყობა იყოს და პომპეზურობასთან ერთად მას ჰქონდეს კლასიკური დანიშნულება
ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციაზე: ცხადია, საბიუჯეტო დაფინანსების აღება, რომელიც არჩევნებზე მიღებულ ხმებზეა მიბმული, ბუნებრივია ნიშნავს, რომ ამ ნაწილში აღიარებ არჩევნების შედეგებს
ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ში პოლიტიკოსთა წრის მიზანია საქართველოს დისკრედიტაცია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ადმინისტრაციაში, ეს სურვილი მათი ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარეობს
არქივი