ირაკლი კობახიძე: ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ოთხი პოლიტიკური პარტიის სათავეშია, მხარდამჭერებს ატყუებდა, რომ იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, მომდევნო არჩევნების თარიღია 2028 წლის 28 ოქტომბერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 26 დეკემბერი 2024, 23:37

ცნობილია მომდევნო არჩევნების თარიღი, სტანდარტული არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ანუ 4 წელიწადში, ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ძლიერება გამოხატულია ხალხის რაოდენობით, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ფუჭია.

„ქუჩის პროტესტს აქვს სხვადასხვა დატვირთვა - როდესაც ქუჩაში გამოდის რეალურად 100 ათასი, 200 ათასი და 500 ათასი კაცი და როცა გამოდის 1000 კაცი, რაც დღეს მოხდა. 1000 კაციც არ იყო შეკრებილი დღეს რუსთაველის გამზირზე. ამას აქვს მნიშვნელობა. ოპოზიცია არის, თუ არ არის ძლიერად, ეს გამოხატულია პირველ რიგში ხალხის რაოდენობით. რესურსი აქვთ ნული. აქედან გამომდინარე, მათი საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე არის ფუჭი, როგორც იყო 4 წლის წინ. ოთხი წლის წინ ისინი იმუქრებოდნენ, ჰპირდებოდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები. ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ახლა სათავეში უდგას ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას, საკუთარ მხარდამჭერებს ატყუებდა, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ჩატარდა არა რიგგარეშე, არამედ რიგიანი არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში. ასეთივე მორიგი სტანდარტული არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ანუ ცნობილია უკვე მომდევნო არჩევნების თარიღი, 4 წელიწადში იქნება არჩევნები. ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მანამდე, დაახლოებით 10 თვეში არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

საბოლოო ჯამში ისეთ რამეს გაუკეთებენ საკუთარ თავს, რომ იქაც სრულ ფიასკოს განიცდიან, რაც კარგია. ჩვენთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის, ეს კარგია, არა მარტო სუბიექტურად, არამედ ქვეყნისთვის არის კარგი, რომ სუსტდება ეს რადიკალური ოპოზიცია. რაც ნაკლებ მანდატს მიიღებენ საკრებულოებში მომავალ წელს, მით უკეთესი. რაც ნაკლებ მანდატს მიიღებენ შემდეგ უკვე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მით უკეთესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციაზე: ცხადია, საბიუჯეტო დაფინანსების აღება, რომელიც არჩევნებზე მიღებულ ხმებზეა მიბმული, ბუნებრივია ნიშნავს, რომ ამ ნაწილში აღიარებ არჩევნების შედეგებს
ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ში პოლიტიკოსთა წრის მიზანია საქართველოს დისკრედიტაცია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ადმინისტრაციაში, ეს სურვილი მათი ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარეობს
თამარ ხვედელიანი ოპოზიციური პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე: საბიუჯეტო დაფინანსება არაფერ შუაშია ლეგიტიმაციასთან. თითქმის ყველა პარტიას, ჩვენს გარდა აქვს ოლიგარქიული მხარდაჭერა
კახა კალაძე - საგარეო მიმართულებით ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას ეკადრება - რაც შეეხება გაუბედურებულ, გაფარჩაკებულ ოპოზიციას, მათთვის სასიკეთო არაფერი ხდება, მერწმუნეთ
გიორგი სანტურიანი - სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია იმის მიხედვით, რომელმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ რამდენი ხმა დააგროვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში
არქივი