33
26 დეკემბერი 2024, 20:06
პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
უწყვეტი აქციის 29-ე დღეს დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.
აქციის მონაწილეებს პარლამენტთან სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - ისინი აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ. "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს"; "არა რუსულ რეჟიმს" - სკანდირებენ ისინი.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |