სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა იურისტთა ჯგუფი, რომელსაც ეკა ბესელია გაუწევს კოორდინაციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 26 დეკემბერი 2024, 19:45

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა იურისტთა ჯგუფი, რომელსაც ეკა ბესელიას მიერ დაფუძნებული „მართლმსაჯულების სახლი“ გაუწევს კოორდინაციას.

როგორც ზურაბიშვილმა ჯგუფის წარდგენისას განაცხადა, ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი დაიცავენ მოქალაქეებს და მისცემენ მათ სამართლებრივ რჩევებს. ზურაბიშვილის თქმით, იმუშავებს ცხელი ხაზიც.

„ეს ჯგუფი არის ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი, რომლებიც შეიკრიბნენ, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, მისცენ მათ სამართლებრივი რჩევები. ამისთვის მგონი ცხელი ხაზიც იქნება, თუ არის უკვე და შემდეგ მათ გაუწიონ ყველა ის დახმარება, რაც სჭირდებათ. ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ. ეს არის ძალიან დიდი, მე ვიტყოდი სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს, რაც ხდება. ეს არის ის, რაც ქმნის საზოგადოებას. ჩვენ თვალწინ სხვადასხვა კუთხით და მიმართულებით იქმნება ნამდვილი ქართული თავისუფალი საზოგადოება. მე ამას არა მხოლოდ მივესალმები, არამედ ეს არის ჩვენი იმედის წყარო, რადგან ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერასოდეს ვერც ერთი რეჟიმი ვერ დაუპირისპირდება, ვერ მოუგებს. შემართებული ადამიანებით ჩამოყალიბებული საზოგადოება ეს არის ის, რაც ყოველთვის ყველაფერზე გაიმარჯვებს.

მინდა, ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ ეს ჩვენგან მართლაც დიდ მადლიერებას იწვევს, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ციხეში არიან ან ვისაც ხვალ დაემუქრებიან, კიდევ უფრო დაცული იყვნენ.  გვინდა, ისინი რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდნენ ციხიდან. მე ამაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან სწრაფად გათავისუფლდებიან, რადგან სხვა გზა ამ რეჟიმს არ ექნება. ვიდრე ეს არ მომხდარა, მანამდე თქვენი საქმეა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ბრიფინგზე იმყოფებოდა ეკა ბესელიაც, რომელმაც განაცხადა, რომ ჯგუფს კოორდინაციას გაუწევს „მართლმსაჯულების სახლი“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თინა ბოკუჩავა პარტიების სახელმწიფო დაფინანსებაზე - შეფასებაში და არგუმენტაციაში სრულიად ვეთანხმები მამუკა ხაზარაძეს
მამუკა ხაზარაძე ნიკა გვარამიაზე: როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე
არჩილ გორდულაძე: ინაუგურაცია ჩატარდება პარლამენტის სასახლეში, რომელსაც დაესწრებიან, მათ შორის, კოლეგიის წევრები, მოწვეული სტუმრები, იქნება ეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ირაკლი კობახიძე: ეუთო/ოდირმა დაადასტურა ის, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და არჩევნებმა ასახა, რაც მთავარია, ამომრჩევლის ნება
არქივი