რომა რცხილაძე: მუსიკოსმა აკეთოს მუსიკა, პოლიტიკოსებმა - პოლიტიკა, ბულინგი მხოლოდ პატარა ადამიანებისთვისაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 26 დეკემბერი 2024, 19:31

ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ნუ გავხდებით ყველანი პოლიტიკოსები. მუსიკოსმა აკეთოს მუსიკა, პოლიტიკოსებმა პოლიტიკა. ყველას ვულოცავ დამდეგს და მინდა, რომ გამოფხიზლდნენ და გაახილონ თვალები. ელემენტარულია, ხომ, უფალმა მოგცა გონება. ვინ, როგორც იქცევა, თვითონ ამჟღავნებს თავის თავს, - რომა რცხილაძის შეფასებას გამოცემა „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.

მუსიკოსი რომა რცხილაძე გამოეხმაურა მუსიკოსთა ნაწილის იმ განცხადებებს, რომელთა აზრით მუსიკოსებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა საახალწლო კონცერტებში.

„ჯანმრთელობის პრობლემების გამო, არა მხოლოდ კონცერტებში, არამედ, საახალწლო გადაღებებშიც ვერ ვიღებ მონაწილეობას. ყველას აზრს და პოზიციას პატივს ვცემ და იმავეს მოვითხოვ. ბულინგი არის მდაბიო ადამიანების, არაფრის გამკეთებელი ადამიანების არასწორი საქციელი. რა მნიშვნელობა აქვს, შენ საით ხარ, ვისი გჯერა და ვისი არ გჯერა. აქ ადამიანობაზე, აქ თავმოყვარეობაზეა საუბარი. კონცერტებზე არ წასვლა, ბულინგი ძალიან პატარა ადამიანებისთვისაა მახასიათებელი საქციელი. მე ვერასდროს გავუგებ და შევურიგდები ამ პოზიციას. ვინც არ უნდა იყოს, სულ რომ ჩემი ნათესავი იყოს, ნათლული იყოს, ძმაკაცი იყოს – თუ ჩემს პოზიციას პატივს არ სცემ, ე.ი. მე არ მცემ პატივს.

ამ სიტუაციამ დამანახვა, ვინ ვინ არის. ღვთის წყალობით, ყველაფერი ზემოდან იმართება. მთელი ჩემი ცხოვრება მხარს ვუჭერ იქ, სადაც არის მშვიდობა და სადაც არის წინსვლა.

ვინც გაიგებს ჩემს ხმას, მინდა ვუთხრა, რომ მოდით, გადავდოთ გვერდზე ყველამ ეს ბოღმა, პატივი ვცეთ ჩვენს პატრიარქს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ენას.

ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ნუ გავხდებით ყველანი პოლიტიკოსები. მუსიკოსმა აკეთოს მუსიკა, პოლიტიკოსებმა - პოლიტიკა. ყველას ვულოცავ დამდეგს და მინდა, რომ გამოფხიზლდნენ და გაახილონ თვალები. ელემენტარულია, ხომ, უფალმა მოგცა გონება. ვინ, როგორც იქცევა, თვითონ ამჟღავნებს თავის თავს“, - აცხადებს რომა რცხილაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა ხაზარაძე ნიკა გვარამიაზე: როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე
არჩილ გორდულაძე: ინაუგურაცია ჩატარდება პარლამენტის სასახლეში, რომელსაც დაესწრებიან, მათ შორის, კოლეგიის წევრები, მოწვეული სტუმრები, იქნება ეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ირაკლი კობახიძე: ეუთო/ოდირმა დაადასტურა ის, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და არჩევნებმა ასახა, რაც მთავარია, ამომრჩევლის ნება
ირაკლი კობახიძე: ლიბერალური ფაშიზმისგან საქართველოს გათავისუფლება არის ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა
არქივი