დავით ჩიხელიძე: დღეს ქართველი ბიზნესმენები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ, მათთვის ამოსავალ წერტილს მომხვეჭელობა წარმოადგენს და არა სახელმწიფო ინტერესები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 26 დეკემბერი 2024, 19:26

მინდა საზოგადოების ყურადღება იმ ე.წ. ბიზნესმენებზე გავამახვილო, რომლებიც სიტყვით რუსეთს ებრძვიან, საქმით კი რუსეთს ეხმარებიან, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში და აზიარებს მმართველი გუნდის მიერ გამოქვეყნებულ იმ კომპანიების სიას, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად, მილიონობით ლარის შემოსავალს რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტ-იმპორტით იღებენ.

მისი თქმით, ბიზნესმენთა დიდი ნაწილისთვის, რომელიც მთავრობის წინააღმდეგ აქციებს ახალისებს რუსეთი მიუღებელია, რუსული ფული კი მისაღები და სასურველი.

ჩიხელიძის შეფასებით, შეუძლებელია ებრძოლო პროევროპულ მთავრობას პარალელურად კი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას ზრდიდე და რუსეთთან ურთიერთობას მთავრობას აბრალებდე.

„საქართველოში ფსევდო პატრიოტების დოღია, მათ საზოგადოების ყველა ფენაში თუ სფეროში შეხვდებით, მინდა საზოგადოების ყურადღება იმ ე.წ. ბიზნესმენებზე გავამახვილო, რომლებიც სიტყვით რუსეთს ებრძვიან, საქმით კი რუსეთს ეხმარებიან. ბიზნესმენთა დიდი ნაწილისთვის, რომელიც მთავრობის წინააღმდეგ აქციებს ახალისებს რუსეთი მიუღებელია, რუსული ფული კი მისაღები და სასურველი. ასეთი ორმაგი სტანდარტით ცხოვრებას როგორ ახერხებთ? აქ დღენიადაგ მთავრობას და სახელმწიფოს არყევთ, რუსეთში კი ბიზნეს საქმიანობას აფართოებთ. რიტორიკულ კითხვას დაგისვამთ გასაგებია საქართველო არ გიყვართ, მაგრამ უკრაინაც არ გიყვართ? თქვენთვის, ხომ უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საქართველო.....

დღეს ქართველი ბიზნესმენები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ, მათთვის ამოსავალ წერტილს მომხვეჭელობა წარმოადგენს და არა სახელმწიფო ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ებრძოლო პროევროპულ მთავრობას პარალელურად კი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას ზრდიდე და რუსეთთან ურთიერთობას მთავრობას აბრალებდე, ხომ არ გიყვართ რუსეთი, თქვენთვის რუსეთი ხომ მიუღებელია? ბატონებო მოახდინეთ ბაზრების დივერსიფიკაცია, ასე თქვენი ბიზნესი უფრო მეტად დაცული და მომგებიანი იქნება, მაგრამ ამას არ აკეთებთ, იმიტომ რომ ევროპული სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ქარხნების გადაიარაღება არ გსურს (დამატებით ხარჯი არის)
ასეთი საბჭოთა მენტალობით, ევროპისთვის როგორ იბრძვით? ერთი ელენე ხოშტარია ებრძვის რუსეთს რუსული ფულით და მეორე თქვენ“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თინა ბოკუჩავა პარტიების სახელმწიფო დაფინანსებაზე - შეფასებაში და არგუმენტაციაში სრულიად ვეთანხმები მამუკა ხაზარაძეს
მამუკა ხაზარაძე ნიკა გვარამიაზე: როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე
არჩილ გორდულაძე: ინაუგურაცია ჩატარდება პარლამენტის სასახლეში, რომელსაც დაესწრებიან, მათ შორის, კოლეგიის წევრები, მოწვეული სტუმრები, იქნება ეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ირაკლი კობახიძე: ეუთო/ოდირმა დაადასტურა ის, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და არჩევნებმა ასახა, რაც მთავარია, ამომრჩევლის ნება
არქივი