გია ნიკოლაძე: ბულინგი უცხოური აგენტურის ამბავია. ძალიან ცუდია, რაც ხდება და მხარს ვუჭერ ყველა ჩემს კოლეგას- ვინც, სიტყვით ან ქმედებით, ცდილობს, დაიყოს საზოგადოება, არ არის ქართველი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 26 დეკემბერი 2024, 19:19

ბულინგი უცხოური აგენტურის ამბავია. ძალიან ცუდია, რაც ხდება, და მხარს ვუჭერ ყველა ჩემს კოლეგას. ძალიან არ ვეთანხმები მათ, ვინც ოდნავ მაინც სიტყვით ან ქმედებით, ცდილობს, რომ დაიყოს საზოგადოება. ის არის ეშმაკის მოგზავნილი, არაა ქართველი, - თქვა „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას გია ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, თუ ქართველი ერი არ შერიგდა, ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.

„ვიღებ მონაწილეობას საახალწლოდ გამართულ ღონისძიებებში. რადგან, თუ ქართველი ერი არ შერიგდა, კატასტროფის წინაშე ვიქნებით. სამოქალაქო ომი უკვე დაწყებულია. ჩვენმა მტერმა უკვე მიაღწია და დაგვაჯახა ერთმანეთს. ახლა, პირველ რიგში, საჭიროა, მთავრობის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ ძალადობის და განვიცდი ამ ნაცემ ბავშვებს, მაგრამ მთავრობას ვუჭერ მხარს, რადგან ვთვლი, რომ არ უნდა აიწეწოს სიტუაცია“, - აღნიშნა გია ნიკოლაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თინა ბოკუჩავა პარტიების სახელმწიფო დაფინანსებაზე - შეფასებაში და არგუმენტაციაში სრულიად ვეთანხმები მამუკა ხაზარაძეს
მამუკა ხაზარაძე ნიკა გვარამიაზე: როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე
არჩილ გორდულაძე: ინაუგურაცია ჩატარდება პარლამენტის სასახლეში, რომელსაც დაესწრებიან, მათ შორის, კოლეგიის წევრები, მოწვეული სტუმრები, იქნება ეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ირაკლი კობახიძე: ეუთო/ოდირმა დაადასტურა ის, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და არჩევნებმა ასახა, რაც მთავარია, ამომრჩევლის ნება
არქივი