მი,ეილ სააკაშვილი - ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, დამაბრუნა სამშობლოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 26 დეკემბერი 2024, 17:44

ბევრი რამ უსამართლო მესმის, მაგრამ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პასუხს შეგნებულად თავს ვარიდებ, ამის დროც მოვა, თავისუფლებაზე ყოფნისას მექნება ამის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,  ყველა მებრძოლის გვერდით ხედავს თავს, რადგან ქართველი ხალხი რამაც ახლა გააერთიანა, ამ იდეას ჩაუყარა საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სამშობლოში სიცოცხლის რისკის ფასად დააბრუნა.

„დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ. ჩვენს თვალწინ დაიბადა ახალი, თანამედროვე, მოაზროვნე საზოგადოება, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. ვაფასებ მათ მაღალ მოქალაქეობრივ თავდადებას. ბევრი რამ უსამართლო მესმის, მაგრამ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პასუხს შეგნებულად თავს ვარიდებ, ამის დროც მოვა, თავისუფლებაზე ყოფნისას მექნება ამის შესაძლებლობა. მანამდე კი, ყოველი მებრძოლის გვერდით ვხედავ ჩემს თავს, რადგან ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, დამაბრუნა სამშობლოში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი
ირაკლი კობახიძე: როგორი ხელოვნურიც იყო ემოციები უკრაინული „მაიდნის“ დროს, ასეთივე ხელოვნური იყო საქართველოშიც, ამ კოორდინირებული ქმედების მიზანია ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიურად გავრცელება ქვეყნის არევა, ხელისუფლების შეცვლა
ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში
ნიკა გვარამია - ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს
მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
არქივი