პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახის წევრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 26 დეკემბერი 2024, 17:17

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს, გარდაბანში, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, დას ავტომანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ , „თ“, „კ“ და „მ“ (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ეუთო/ოდირმა დაადასტურა ის, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და არჩევნებმა ასახა, რაც მთავარია, ამომრჩევლის ნება
ირაკლი კობახიძე: ლიბერალური ფაშიზმისგან საქართველოს გათავისუფლება არის ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა
ირაკლი კობახიძე: ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი
ირაკლი კობახიძე: როგორი ხელოვნურიც იყო ემოციები უკრაინული „მაიდნის“ დროს, ასეთივე ხელოვნური იყო საქართველოშიც, ამ კოორდინირებული ქმედების მიზანია ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიურად გავრცელება ქვეყნის არევა, ხელისუფლების შეცვლა
ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში
არქივი