შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილის ფიქრებია - ვიქნები და ვიქნები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 26 დეკემბერი 2024, 13:47

სალომე ზურაბიშვილის ფიქრებია - ვიქნები და ვიქნები. ძალიან სამწუხაროა საერთო ჯამში, რომ ადამიანი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ამხელა პასუხისმგებლობა გადასცა, ამხელა ნდობა გამოუცხადა 2018 წელს, რომელმაც მისი არჩევა განაპირობა, რომელსაც ის ხალხი დღეს, რომ ეძახის მსოფლიოში ყველაზე ლეგიტიმურს, ის ხალხი 2018 წელს ხომ გახსოვთ რასაც ამბობდნენ მასზე, რომ ეს იყო გაყალბებული არჩევნები, არალეგიტიმური პრეზიდენტი. აქ მივიდა სადაც მივიდა ქალბატონი სალომე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა, დიდი იმედგაცრუება ნახა.

„მილიონ ასოცი ათასმა ადამიანმა ის გადაირჩია, მის წინააღმდეგ მისცა ხმა 26 ოქტომბერს. და რატომ მივიდა აქამდე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავით ჩაანაცვლა მისი კუთვნილ წინასაარჩევნო ბანერებზე, იმისთვის რომ მისთვის გამარჯვება მოეპოვებინა ასეთი იმედგაცრუება ნახა მასში. მიზეზი ის არის, რომ საბოლოო ჯამში საქართველო ვერ იქცა მის სამშობლოდ. და ის ემოცია, რომელიც უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს საკუთარი ხალხის, საკუთარი სამშობლოს მიმართ ეს ემოცია მან ასე ვერ გაიჩინა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი
ირაკლი კობახიძე: როგორი ხელოვნურიც იყო ემოციები უკრაინული „მაიდნის“ დროს, ასეთივე ხელოვნური იყო საქართველოშიც, ამ კოორდინირებული ქმედების მიზანია ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიურად გავრცელება ქვეყნის არევა, ხელისუფლების შეცვლა
ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში
ნიკა გვარამია - ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს
მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
არქივი