შალვა პაპუაშვილი: 29 დეკემბერს გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მოწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 26 დეკემბერი 2024, 13:18

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიას ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის საორგანიზაციო საკითხები გააცნო.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება.

„29 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ცერემონიების შესახებ კანონის შესაბამისად, ცერემონია იმართება პარლამენტის სასახლეში, სხდომათა დარბაზში. ცერემონია დაიწყება 11 საათზე და მისი ხანგრძლივობა იქნება დაახლოებით 40 წუთი.
ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც, როგორც იცით, შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

ცერემონიის გაშუქებასთან დაკავშირებით, 29 დეკემბრისთვის იქნება სპეციალური აკრედიტაციები გაცემული. ამიტომ ვთხოვ ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ გააშუქოს ეს ღონისძიება, მიმართოს საქართველოს პარლამენტის პრესცენტრს. ჟურნალისტებისთვის B კორპუსის ნულ სართულზე მოწყობილი იქნება რუსთაველის დარბაზში მედია სივრცე, სადაც შესაძლებლობა გეყენებათ, რომ ეკრანზე ადევნოთ თვალ-ყური ინაუგურაციის ცერემონიას და ასევე ჩაწეროთ რესპონდენტები. თავად პროცესის გადაღება უზრუნველყოფილი იქნება პარლამენტის მიერ და ასევე სიგნალი პირდაპირი ეთერისთვის მიეწოდება ყველა მედიასაშუალებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სპეციალურად ინაუგურაციის ცერემონიისთვის დამზადდა საქართველოს კონსტიტუციის საინაუგურაციო ეგზემპლარი.

„ეს არის პირველი და ისტორიული მომენტი ჩვენთვის, როდესაც ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. როგორც არის ტრადიცია საპარლამენტო რესპუბლიკების, ინაუგურაციის პროცესი იმართება პარლამენტის შენობაში. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დავბეჭდეთ საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელიც პირველად იქნება ამ ღონისძიებაზე გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის. შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისას იქნება გამოყენებული ზუსტად ეს ეგზემპლარი. ასე რომ, ესეც თავისთავად იქნება ისტორიული ეგზემპლარი. მისი სამი თანაბარწონადი ასლი დამზადდა, რომელთაგან ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და მესამეს სახელმწიფო არქივს“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი
ირაკლი კობახიძე: როგორი ხელოვნურიც იყო ემოციები უკრაინული „მაიდნის“ დროს, ასეთივე ხელოვნური იყო საქართველოშიც, ამ კოორდინირებული ქმედების მიზანია ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიურად გავრცელება ქვეყნის არევა, ხელისუფლების შეცვლა
ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში
ნიკა გვარამია - ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს
მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
არქივი