ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა და არც არასდროს ვყოფილვართ. ბევრს უნდა შიგნით თუ გარეთ, რომ ჩვენ წარმოგვადგინოს ბანანის რესპუბლიკად, სადაც ხუნტები, პუტჩები და ა.შ. მართავენ ყოველ მეხუთე თუ მეშვიდე წელს გადატრიალებას და ხელისუფლების ცვლილებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მაშინ როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ბედავს იმას, რომ ოპოზიციის აქციაზე დგება და ამით ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას ცდილობს, ამ ფონზე მმართველი გუნდის კრიტიკა, რატომ თქვა რაიმე ცუდი ასეთი აქტორის მიმართ, არასწორია.
„საბჭოთა კავშირში რომ ვიყავით, მაშინაც არ ვიყავით ბანანის რესპუბლიკა, ვიყავით მოწინავე ქვეყანა ბევრი რამის გამო, კულტურითაც და მათ შორის პოლიტიკურადაც გვქონდა რაღაც სათქმელი. დღეს ზოგიერთი ბრიუსელიდან რომ გვიბედავს ასეთ რაღაცას ყველა ვერ გვიბედავდა მოსკოვიდან. შეგახსენებთ, ერთმა რუსმა პოეტმა ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველო ჩაადგა და ბოდიშები ახდევინა. დღეს, ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან უარესები გვესმის, ხმის გამცემები არ ჰყავთ იმ ენჯეოებში და როცა ვლაპარაკობთ, როგორ შეიძლება რაიმე ცუდი თქვაო ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე. რატომ არ უნდა ვთქვათ, როცა ადამიანი ფაქტობრივად აუქმებს ჩვენს სუვერენიტეტს. ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კადრულობს იმას, რომ ოპოზიციის მიტინგზე დადგეს. ამას რომ გაგიბედავს უცხო ქვეყანა, ასე რომ შეგილახავს შენს სუვერენიტეტს, იქ უთხრა კი არა, ქმედებებიც არის განსახორციელებელი.
რაც შეეხება არჩევნებს, შემოდგომაზე იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამიტომ ყველა მოემზადოს ამ არჩევნებისთვის და გასცენ პასუხი - აპირებენ თუ არა მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |